понедельник, 11 июля 2016 г.

ინტელის პროექტი

მსოფლიოს ცათამბჯენები


ინტელის კურსმა "პროექტებით სწავლება"საშუალება მომცა შემესწავლა ეფექტური და საინტერესო პროექტების შექმნა,რაც უფრო საინტერესოს გახდის სწავლებას. გავეცანი ბავშვებთან წარმატებით მუშაობისათვის საჭირო კითხვარებს, მივიღე ბევრი დამატებითი ცოდნა, რაც დამეხმარება მივაღწიო მოსწავლესთან მუშაობისას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. დავხვეწე ბლოგზე მუშაობის უნარები.
მადლობა ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.



среда, 6 июля 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი საშინაო დავალება - მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია.ვიმსჯელეთ პრეზენტაციების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამის შემდეგ მივუბრუნდით საკითხავ მასალას, წავიკითხეთ მეხუთე მოდული, ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. სასწავლო რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკების ფორმები, შევქმენით ჩვენ პრაქტიკაში გამოსაყენებელი ერთ-ერთი მეთოდის სქემა.

понедельник, 4 июля 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის მიბმა და ჩაშენება. შესაბამისად ჩვენ ბლოგზე ჩავაშენეთ და მივაბითჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია.ვისწავლეთ youtube - დან ვიდეოს შემოტანა ბლოგზე, ასევე ჩანართების ჩასმა, ბლოგის დიზაინის არჩევა, ფერებისა და ფონის არჩევა. გავეცანით მეოთხე მოდულს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და პრეზენტაციის გაკეთების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ.
ვიდეო "მსოფლიოს ცათამბჯენები" 


"მსოფლიოს ცათამბჯენები"
მასწავლებლის პრეზენტაციის შაბლონი