понедельник, 11 июля 2016 г.

ინტელის პროექტი

მსოფლიოს ცათამბჯენები


ინტელის კურსმა "პროექტებით სწავლება"საშუალება მომცა შემესწავლა ეფექტური და საინტერესო პროექტების შექმნა,რაც უფრო საინტერესოს გახდის სწავლებას. გავეცანი ბავშვებთან წარმატებით მუშაობისათვის საჭირო კითხვარებს, მივიღე ბევრი დამატებითი ცოდნა, რაც დამეხმარება მივაღწიო მოსწავლესთან მუშაობისას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. დავხვეწე ბლოგზე მუშაობის უნარები.
მადლობა ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.



среда, 6 июля 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი საშინაო დავალება - მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია.ვიმსჯელეთ პრეზენტაციების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამის შემდეგ მივუბრუნდით საკითხავ მასალას, წავიკითხეთ მეხუთე მოდული, ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. სასწავლო რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკების ფორმები, შევქმენით ჩვენ პრაქტიკაში გამოსაყენებელი ერთ-ერთი მეთოდის სქემა.

понедельник, 4 июля 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის მიბმა და ჩაშენება. შესაბამისად ჩვენ ბლოგზე ჩავაშენეთ და მივაბითჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია.ვისწავლეთ youtube - დან ვიდეოს შემოტანა ბლოგზე, ასევე ჩანართების ჩასმა, ბლოგის დიზაინის არჩევა, ფერებისა და ფონის არჩევა. გავეცანით მეოთხე მოდულს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და პრეზენტაციის გაკეთების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ.
ვიდეო "მსოფლიოს ცათამბჯენები" 


"მსოფლიოს ცათამბჯენები"
მასწავლებლის პრეზენტაციის შაბლონი


 

пятница, 1 июля 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია: ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე, ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის აქტუირობასა და მიზნობრიობისთვის. გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, ვისწავლეთ გუგლში გვერდის ჩანიშვნა, "დავამყარეთ" ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან, ვისწავლეთ ელ-ფოსტაზე დაარქივებული მასალის მიბმა, გადაგზავნა. ვიმუშავეთ კვლევითი ფორმების შედგენაზე. ვიმუშავეთ Web.2.0 Tools კვლევითი ფორმების შედგენაზე.

среда, 29 июня 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. გამოვიყენეთ განმავითარებელი და გამსაზღვრელი შეფასებები.წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება.გავეცანით შეფასების სტრატეგიას.შევაფასეთ მოსწავლეთა საჭიროებები.განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ თემას.რესურსებში დავათვალიერეთ პროექტების პრეზენტაციების ნიმუშები. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის ფორმის შექმნაზე.

воскресенье, 26 июня 2016 г.

ტრენნინგის მესამე დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.ჩვენს მიერ არჩეული პროექტისთვის ჩამოვწერეთ საჭირო პუნქტები ეროვნული სასწავლო გეგმისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

суббота, 25 июня 2016 г.

ვეუფლებით პროექტებით სწავლების უნარებს,რათა ტექნოლოგიების გამოყენებით ვისწავლოთ პროექტების გაკეთება რაც დაგვეხმარება ეფექტურად წარვმართოთ სასწავლო პროცესი. ტრენინგის პირველ დღეს ვიმსჯელეთ თუ რა შედეგი აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.გავაკეთეთ პროექტის მონახაზი.განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის დადებითი მხარეები.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა საჭირო მასალები პორტფოლიოს საქაღალდეში.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი. ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ პროექტისთვის არჩეული თემისთვის, საჭირო მასალის გამოყენებით,როგორ შევქმნათ რესურსი.პროექტის მიზნის უკეთ ასახსნელად ვისწავლეთ ბუკლეტის და გაზეთის შექმნა.მეილიდან გავაგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი ტრენერის მეილზე,დავწერეთ რეფლექსია.