суббота, 25 июня 2016 г.
ვეუფლებით პროექტებით სწავლების უნარებს,რათა ტექნოლოგიების გამოყენებით ვისწავლოთ პროექტების გაკეთება რაც დაგვეხმარება ეფექტურად წარვმართოთ სასწავლო პროცესი.
ტრენინგის პირველ დღეს ვიმსჯელეთ თუ რა შედეგი აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.გავაკეთეთ პროექტის მონახაზი.განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის დადებითი მხარეები.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა საჭირო მასალები პორტფოლიოს საქაღალდეში.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი.
ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ პროექტისთვის არჩეული თემისთვის, საჭირო მასალის გამოყენებით,როგორ შევქმნათ რესურსი.პროექტის მიზნის უკეთ ასახსნელად ვისწავლეთ ბუკლეტის და გაზეთის შექმნა.მეილიდან გავაგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი ტრენერის მეილზე,დავწერეთ რეფლექსია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий