ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. გამოვიყენეთ განმავითარებელი და გამსაზღვრელი შეფასებები.წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება.გავეცანით შეფასების სტრატეგიას.შევაფასეთ მოსწავლეთა საჭიროებები.განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ თემას.რესურსებში დავათვალიერეთ პროექტების პრეზენტაციების ნიმუშები. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის ფორმის შექმნაზე.
среда, 29 июня 2016 г.
воскресенье, 26 июня 2016 г.
ტრენნინგის მესამე დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.ჩვენს მიერ არჩეული პროექტისთვის ჩამოვწერეთ საჭირო პუნქტები ეროვნული სასწავლო გეგმისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
суббота, 25 июня 2016 г.
ვეუფლებით პროექტებით სწავლების უნარებს,რათა ტექნოლოგიების გამოყენებით ვისწავლოთ პროექტების გაკეთება რაც დაგვეხმარება ეფექტურად წარვმართოთ სასწავლო პროცესი.
ტრენინგის პირველ დღეს ვიმსჯელეთ თუ რა შედეგი აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.გავაკეთეთ პროექტის მონახაზი.განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის დადებითი მხარეები.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა საჭირო მასალები პორტფოლიოს საქაღალდეში.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი.
ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ პროექტისთვის არჩეული თემისთვის, საჭირო მასალის გამოყენებით,როგორ შევქმნათ რესურსი.პროექტის მიზნის უკეთ ასახსნელად ვისწავლეთ ბუკლეტის და გაზეთის შექმნა.მეილიდან გავაგზავნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი ტრენერის მეილზე,დავწერეთ რეფლექსია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)