понедельник, 30 апреля 2012 г.
Taj Mahal (ტაჯ მაჰალი)–შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები | მინიმალური 1–3 ქულა | საშუალოზე დაბალი 4–6 ქულა | საშუალოზე მაღალი 7–8 ქულა | მაქსიმუმი 9–10 |
ინსტრუქციის გაგება | ვერ გაიგო მიცემული დავალება | გაიგო ნაცილობრივ | გაიგო,მაგრამ ლექსიკური მარაგის სიმცირის გამო ვერ გაართვა თავი დავალებას | თავი გაართვა მიცემულ დავალებას სრულყოფილად |
მსჯელობა დასაბუთება | უჭირს ფაქტების დაკავშირება და აზრის დაწყობა,ვერ ადგენს ტექსტს | მინიმალურ დონეზე აწყობს წინადადებებს და იყენებს საჭირო ინფორმაციას | საშუალო დონეზე ახერხებს ტექსტის აზრობრივად ჩამოყალიბებას | კარგად აყალიბებს სათქმელს,დასაბუთებულად გადმოსცემს ტექსტს,იყენებს ყველა საჭირო მასალას სრულყოფილად. |
მუშაობა ჯგუფებში | ვერ ახერხებს მუშაობას ჯგუფებში | ნაკლებად ცდილობს ჩაერთოს დავალების შესრულებისას | ინაწილებს დავალებას მაგრამ ორიენტირებულია საკუთარ მოსაზრებაზე | ერთვება ჯგუფში მუშაობისას,იზიარებს ჯგუფის წევრების მოსაზრებებს, |
პრეზენტაბელურობა | ვერ აკეთებს პრეზენტაციას | საშუალო დონეზე ამზადებს,მაგრამ ვერ ახდენს მის პრეზენტაციას | მოსწავლეს კარგად აქვს მომზადებული,მაგრამ ვერ აკეათებს პრეზენტაციას | მოსწავლეს მომზადებული აქვს კარგად და შეუძლია გააკეთოს მისი პრეზენტაცია წარმატებით |
четверг, 19 апреля 2012 г.
სასწავლო პროექტი – Animals and Birds (ცხოველები და ფრინველები)
პროექტის სახელწოდება | Animals and Birds (ცხოველები და ფრინველები) |
პროექტის აქტუალობა | პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლე შეისწავლის ცხოველთა და ფრინველთა სახელებს ინგლისურ ენაზე,შეძლებენ მათ დახასიათებას,მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბონ თუ რა განმასხვავებელი აღწერილობით გამოირჩევა ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი,შეისწავლონ ცხოველთა და ფრინველთა ჯგუფები:შინაური და გარეული. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ცხოველთა და ფრინველთა სახელები ინგლისურ ენაზე,იციან ის ტერმინები,რითაც შეძლებენ აღწერონ ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი.გრამატიკული მასალა:verb,noun,adjective,adverb,there is,there are. |
პროექტის მიზნები | პროექტის მიზანია,მოსწავლემ სწორად გამოიყენოს ნასწავლი სიტყვები ტესტის შედგენის დროს.დაალაგოს წინადადებები,შეინარჩუნოს წინადადების წყობა და შინაარსი.ისაუბროს მისთვის ნაცნობ თემაზე.გამოთქვას სწორად სიტყვები.მიაქციოს ყურადღება ინტონაციას,მახვილს.შეძლოს მოსწავლემ მარტივი ფრაზების გამოყენება ამხანაგებთან საუბრისას სამუშაო გარემოს დროს მაგალითად როგორიცაა:pass me please,would you like...,can you borrow your pen, და ა.შ. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. |
მონაწილეთა ასაკი | 10–11 წლის. V კლასი |
ვადები | 3 დღე |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების ნათლად გაგება.ამოიცნობს აღწერილ ცხოველს ან ფრინველს.ხატავს მისთვის საჭირო ცხოველსა თუ ფრინველს და აღწერს მას მის მიერ ნასწავლი ლექსიკური მარაგის შესაბამისად.ყვება ლექსს, მღერის, ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგს და აკეთებს მცირე ინსცენირებას. |
პროექტისათვის საჭირო რესურსები | კომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,დაფა რაზეც მოსწავლეებმა უნდა დაამაგრონ თავიანთი ნამუშევრები,სამაგრები,ფორმები ინსცენირებისათვის(მელიის,ქათმის,მამლის და ა.შ.) |
პროექტის მსვლელობა | 1–დღე.მასწავლებალი უჩვენებს ვიდეო მასალას ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ამის შემდეგ თავად ჩამოთვლიან ცხოველებისა და ფრინველების სახელებს ინგლისურ ენაზე,წერენ ფურცლებზე სათითაოდ,კენჭისყრის შედეგად ვისაც რა ცხოველი თუ ფრინველი შეხვდება უნდა მოამზადონ ინფორმაცია,მოიძიონ ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურ ენაზე და თარგმნონ ქართულად ინტერნეტ ლექსიკონის დახმარებით,ამოწერონ უცხო სიტყვები,მოძებნონ სურათები და მოძიებული მასალის გამოყენებით გააკეთონ პრეზენტაცია. 2–დღე. ინგლისურისა და ზოოლოგიის მასწავლებლებთან ერთად ჯგუფი მიდის ექსკურსიაზე ზოოპარკში. მოსწავლეები აკვირდებიან ცხოველებს.ზოოლოგიის მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ცხოველთა და ფრინველთა თავისებურებებს და მათ ტიპებს.მოსწავლეები ასახელებენ ნასწავლი ცხოველების ინგლისურ შესატყვისებს,რაც არ იციან ინიშნავენ ან ეკითხებიან მასწავლებელს. 3–დღე. მოსწავლეებს ევალებათ წინა დღეს ნანახი შთაბეჭდილებების გადმოცემა წერილობით.ჩამოთვალონ ის ცხოველები და ფრინველები რაც ნახეს.დაახასიათონ ისინი ნასწავლი ლექსიკური მარაგის შესაბამისად.დახატონ ერთ ერთი მათთვის საყვარელი ცხოველი და ფრინველი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით.მიუწერონ ნახატს მისი აღწერა,მიუთითონ თუ რა თვისებების გამო უყვართ მათ მიერ დახატული ცხოველი და ფრინველი.გარეულია ის თუ შინაური.გააკეთონ მათი ნამუშევრების წარდგენა თანაკლასელების წინაშე.დახასიათებულის გარდა კიდევ რომელი ცხოველები და ფრინველებია მათთვის ცნიბილი,გააკეთონ მათი ჩამონათვალი და დააჯგუფონ გარეულ და შინაურ ცხოველებად და ფრინველებად.გაიხსენონ რა ლექსი თუ სიმღერა იციან ცხოველებსა და ფრინველებზე ინგლისურ ენაზე,იმღერებენ მაგ:old mac donald had a farm .გააკეთებენ წინასწარ მომზადებულ ინსცენირებას ინგლისურ ენაზე (იაკობ გოგებაშვილის ზღაპრის მიხედვით "საქათმეში შეპარულა მელა") |
პროექტის ხელმძღვანელი | თეა ტალახაძე |
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი | პროექტის სრულყოფოლად წარმართვისათვის საჭიროა ხელოვნების,მუსიკის, და ზოოლოგიის მასწავლებლებთან თანამშრომლობით ჩატარდეს პროექტი. |
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა | teatalakhadze@gmail.com |
გაკვეთილის გეგმა – Christmas (შობა)
გაკვეთილის მთავარი თემა | Christmas-(შობა) |
სწავლების საფეხური | VI კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 10 მოსწავლე |
მნიშვნელობა და აქტუალობა | ამ გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი,დახვეწოს მეტყველება,გაეცნოს უცხო ქვეყნის ტრადიციებს და პატივი სცეს მათ. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მომზადებული ისტორიული მასალა ინგლისურ ენაზე შობის შესახებ,აგრეთვე ნასწავლი აქვთ ის ფრაზები და გამოთქმები რომლებიც საჭიროა ტექსტების მოსამზადებლად და საჭირო გრამატიკული დრო.(past simple,past continuous tenses). |
სწავლების მიზნები და შედეგები | გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს გამოიყენოს საბაზისო ენობეივ–გრანატიკული უნარ–ჩვევები.გაეცნოს სამიზნე ქვეყნის კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს,შეძლის სხვადასხვა ტიპის პროექტების მოწყობა,შექმნას რაიმე ბუკლეტი,გამოიმუშაოს სტრატეგია მასალის ათვიებისა და მისი გამოყენებისათვის.მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტის ან დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.მოამზადოს სლაიდი ან დაამზადოს რესურსი.ამ გაკვეთილის მიხედვით მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დღესასწაულის რელიგიური და ისტირიული მნიშვნელობა,აღწერს მისთვის დამახასიათებელ თავისებურებას,ტრადიციებს,სიმბოლოებს,ჩამოთვლის დღესასწაულისთვის საჭირო დეკორაციას,იშველიებს სლაიდებს თვალსაჩინოებისათვის. უზიარებენ ერთმანეთს მათთვის ნაცნობ ფაქტებს ამ თემის ირგვლივ და აწყობენ მონათხრობს ქრონოლოგიურად.მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის მიღების და გაზიარების უნარი,უგროვდებათ ლექსიკური მარაგი,უვითარდებათ ნასწავლი ლექსიკური თუ გრამატიკული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. |
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | წინასწარ მომზადებული შობის ამსახველი სურათები მოსწავლეების მიერ.კლასის დეკორაციისთვის საჭირო მასალები:ნაძვის ხე,ფიფქები,წვიმები,საჩუქრების დასამზადებლად საჭირო მასალები;ფერადი ფურცლები,წებო,მაგრატელი.შობის ამსახველი სლაიდი,კომპიუტერი,პროექტორი. |
შეფასება. | განმსაზღვრელი.მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის მოსმენა გაგება,იყოს ჩართული აქტივობებში,კარგად გაიგოს მასწავლებლის მიერ მიცემული დაველებების ინსტრუქცია. |
გაკვეთილის მსვლელობა | მოსწავლეები ყვებიან ნასწავლი მასალის მიხედვით ისტორიას შობის შესახებ.სათითაოდ,ქრონოლოგიურად აღწერენ და პარალელურად უჩვენებენ სლაიდშოუს,წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას ,რომელიც ასახავს იმ ისტორიებს რასაც მოსწავლეები ყვებიან.ასევე ბავშვებს აქვთ წინასწარ მომზადებული ლიტერატურული ნაწარმოებები კერძოდ ლექსები შობის შესახებ.ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს ვიდეო მასალას "History of Christmas"ბავშვები ყურადღებით უყურებენ და ისმენენ,ცდილობენ გაიგონ ტექსტის შინაარსი ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით(5წთ.) ამის შემდეგ მოსწავლეები ყვებიან შობის ტრადიციებზე,რა თავისებურებით გამოირჩევა ეს დღესასწაული და რა ტრადიციებია ცნობილი შობასთან დაკავშირებით.(საშობაო ხე, საჩუქრები,სასაჩუქრე წინდები,სანტა კლაუსი და ა.შ.)მოსწავლეები ყვებიან იმ ლექსებს რაც აქვთ შობასთან დაკავშირებით ნასწავლი.მასწავლებელი უჩვენებს მათ ვიდეო მასალას"Origins of Santa Claus(15წთ.) ამის შემდეგ მოსწავლეები წარმოგვიდგენენ მინი სპექტაკლს ელფებისა და ქალბატონი კლაუსის შესახებ.როგორ დარჩნენ ქალბატონი კლაუსი და ელფები მარტო მას შემეგ რაც სანტა კლაუსი გაემგზავრა საჩუქრების დასარიგებლად.ელფებს სურთ მოამზადონ საჩუქარი ქალბატონი კლაუსისათვის.მოსწავლეები ასრულებენ ელფების როლს,ამზადებენ გაკვეთილზე საჩუქრებს, აძლევენ მას ქალბატონ კლაუსს,ულოცავენ ახალ წელს და მღერიან jingle Bells. (10წთ.)მასწავლებელი აჯამებს შედეგებს,საუბრობს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე შეფასების რუბრიკა–შობა (5წთ.) |
გაკვეთილის გეგმა – Easter (აღდგომა)
გაკვეთილის მთავარი თემა. | Easter (აღდგომა) - ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, ასევე სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით. |
სწავლების საფეხური. | დაწყებითი, V კლასი. |
მოსწავლეთა რაოდენობა. | კლასში 10 მოსწავლეა. |
მნოშვნელობა და აქტუალობა. | გაკვეტილი დაეხმარებ ამოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში,შეისწავლიან უცხო ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. |
წინარე ცოდნა. | ნასწავლი აქვთ გრამატიკული დროები:(prezent simple,prezent continuous,past simple,past continuous) |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები. | მოსწავლეები ეუფლებიან ტექსტის მოსმენა-გაგებას, გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევას, წერის უნარს, გაცნობითი და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით ტექსტის დამუშავებას, გაიუმჯობესებენ ენის ინტონაციას დამეტყველების უნარს წინარე ცოდნის გამოყენებითა და ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისების საშუალებით, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.ასევე სახვითი ხელოვნების შესწავლისას მათ განუვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემათა გადაჭრის უნარი. გამოიმუშავებენ თვით შეფასების და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარებსაც. უნდა მოვახდინოთ მოსწავლის მოტივაცია. მოსწავლემ უნდა შეიძინოს: 1.სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) 2.სასიცოცხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, თავისუფალიარჩევანისგაკეთება...) 3.უცხო კულტურის გაგების უნარი 4.უცხო ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლისსწავლა) მოსწავლეს ჩამოუყალიბდება სხვადასხვა სახის დამოკიდებულება: 1.უცხო ენის სწავლის სურვილი 2.ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ 3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი 4.ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემა და დაფასება 5.შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარება 6.გაუჩნდებათ ახალი აღმოჩენების კეთების სურვილი 7. განუვითარდებათ ფანტაზია. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | დამჭირდება შემდეგი რესურსები: 1. წინასწარ მომზადებული ფურცლები მინი ტექსტებით, 2. წინასწარ მომზადებული დახატული სააღდგომო კვერცხები; 3. ფლომასტერები, ფანქრები, საღებავები, ფუნჯი, ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, 4. თემატურად ამორჩეული ნივთები კლასის დეკორაციისთვის , თაბახის ფურცლები, მცირე ზომის ქაღალდის ფერადი კვერცხები, კომპიუტერი,პროექტორი. |
შეფასება | განმსაზღვრელი.მოსწავლემ უნდა შეძლოს სწორი მეტყველება,სწორად გადმოსცეს მონათხრობი,მიაქციოს ყურადღება წერის ხერხებს,გაიგოს მასწავლებლის მითითებები,იყოს პრეზენტაბელური. |
გაკვეთილის მსვლელობა. | დრო 45 წთ დაგვჭირდება შემდეგი ცოდნა აღდგომის შესახებ: გრამატიკული ერთეულების გააქტიურება, მაგ, Present Simple, Present Continuous, კონსტრუქცია there is/are, Past Simple (to be),სიტყვათ შეთანხმება; მუშაობი სტიპი ჯგუფური (2 ჯგუფად) ყოველ ჯგუფს ჰყავს თავის ლიდერი,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას (1წთ) I აქტივობა (2 წთ) - ხელოვნების მასწავლებელი უამბობს წითელი კვერცხების ლეგენდას და საუბრობს მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. IIაქტივობა (5წთ)ინგლისურის მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ვიდეო მასალას კვერცხის შეღებვის ტრადიციაზე ინგლისსა და ამერიკაში. IIIაქტივობა (5წთ) - მოსწავლეებს ურიგდებათ პოსტერები,მათ ევალებათ ქრონოლოგიურად დაალაგონ ქრისტეს განვლილი გზის მიხედვით და დაასათაურონ თითოეული. IV აქტივობა (5 წთ) - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით უყურონ და მოუსმინონ ეკრანზე გაშვებულ პრეზენტაციას – დავალება: ამოიცანით პერსონაჟები, ისტორიული მოვლენის ადგილი,ამოწერონ უცხო სიტყვები და თარგმნონ ტექსტი. V აქტივობა (15 წთ): ჯგუფებს ხელოვნების მასწავლებელი ავალებს დაამზადონ: ღია ბარათი,ნახატი,აპლიკაცია,ჯგუფებს ასევე დაევალათ ბარათებში მისალოცი ტექსტის ჩაწერა უცხო ენაზე სათანადო წესებით.გამოიყენონ გრამატიკული მასალა:present,past simple tenses.გამოძერწონ პლასტილინით კვერცხები.დაამზადონ პალმის ტოტების ფერადი ქაღალდებით და მორთონ საკლასო ოთახი. VIაქტივობა - (10 წთ) - წარადგინონ ნამუშევრები გჯუფის წინაშე სათანადო ტერმინოლოგიების გამოყენებით.მასწავლებელი აკეთებს შეფასებას . |
სასწავლო პროექტი - Business (ბიზნესი)
პროექტის სახელწოდება | ბიზნესი–Business |
პრობლემა | მოსწავლეებს აქვთ ამ მიმართულებით სწავლის ნაკლები მოთხოვნილება.მათთვის ეს თემა არის უინტერესო. |
მნიშვნელობა,აქტუალობა | ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ დღესდღეობით ძალზე აქტუალურია ბიზნესის თემა ისევა როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში,ასევე ჩვენს ქვეყანაში.საჭიროა და მიზანშეწონილი მოსწავლემ ამ მიმართულებით შეიძინოს საჭირო ცოდნა სკოლაში და გამოიყენოს ეს ცოდნა წარმატებით ცხოვრებაში. |
მიზანი | მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულების საჭიროებისადმი,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ინგლისურ ენაზე ყველას ქონდეს ელემენტარული ცოდნა.შეძლონ წარმართონ დიალოგი მაგალითად სავაჭრო ცენტრში ინგლისურ ენაზე.ისწავლოს ბიზნეს ენა. |
მოსწავლეთა ასაკი | 14–15 წლის.IX კლასი |
ვადა | 3 დღე |
მოსალოდნელი შედეგები | ამ პროექტით მოსწავლემ უნდა შეძლოს ყურადღების გამახვილება მხოლოდ კონკრეტულ ინფორმაციაზე.შეძლოს ინფორმაციის თარგმნა ინგლისურ ენაზე,გამოიყენოს საჭირო გრამატიკული ფორმები,სიტყვათ შეთანხმებები,შეძლოს თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას,მაგალითად:დიალოგის გამართვა მაღაზიაში ინგლისურ ენაზე.შეძლოს კითხვების დასმა და პასუხის გაცემა ნაცნობ თემატიკაზე.კომუნიკაციის დროს იყენებდეს ნასწავლ ფრაზებს,სიტყვებს,ყურადღებას აქცევდეს ინტონაციას.მოსწავლემ შეძლოს საჭირო რესურსის დამზადება,მაგალითად:სარეკლამო აბრის ან ბუკლეტის.შეძლოს მისი წარდგენა აუდიტორიის წინაშე და შეფასება.ამ პროექტის შედეგად მოსწავლეს დაუგროვდება საკმაოდ დიდი გამიცდილება და ინფორმაცია ბიზნეს სამყაროზე.ისწავლის უამრავ ბიზნეს ტერმინოლოგიას და მის გამოყენებას საუბარში. |
წინარე ცოდნა | მოსწავლემ უნდა იცოდეს ბიზნესის შესახებ სასაუბროდ საჭირო ფრაზები,ტერმინები,მაგალითად:rent,market research,sell,attract,right price,salary,earn,accountant,advertice,loss,promotion,need some capitral... გრამატიკული დროები:simple tenses,continuous tenses,perfect tenses. |
პროექტისათვის საირო რესურსები | დასჭირდებათ საკომუნიკაციო საშუალებები,რათა შეხვედრაზე დაითანხმონ მათ მიერ არჩეული ბიზნესმენი.მოსწავლეებს დასჭირდებათ რვეული და კალამი,რათა ჩაინიშნონ შეკითხვები და შეხვედრის დროს გამოთქმული საჭირო ინფორმაციები.ბიზნეს ლექსიკონი,სარეკლამო აფიშებისათვის პროდუქციის ამსახველი ფოტოები და ფორმატები,წებო,მაგრატელი,სამაგრები აფიშისათვის,დაფა რაზეც დაამაგრებენ სარეკლამო აფიშებს. |
პროექტის მსვლელობა,აქტივობები | 1–დღე.მასწავლებელი ირჩევს ჯგუფის ლიდერს,რომელსაც დაევალება უხელმძღვანელოს ჯგუფს,რათა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჯგუფის თითოეული წევრის შესასრულებელ დავალებას.მასწავლებელი აძლევს მითითებას ლიდერს თუ რა შეილება გაკეთდეს;მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანი,დაასახელონ ქართველი წარმატებული ბიზნესმენები და კენჭისყრის მეთოდით შეარჩიონ ერთი ბიზნესმენი ვისთანაც გაივლიან კონსულტაციას და დაუსვამენ კითხვებს.ლიდერი ავალებს ჯგუფის თითოეულ წევრს მოამზადონ სამი შეკითხვა,გუნდის წევრები ასევე მოიფიქრებენ იმ ფორმასაც,რითაც უნდა დაიყოლიონ შერჩეული კანდიდატი შეხვედრაზე,გაუგზავნონ წერილი თუ სხვა... შეხვედრის შედეგად მოსწავლეები შეიტყობენ თუ რა ადგილი უკავია ბიზნესს ქვეყნისა და პიროვნული კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.დარწმუნდებიან რომ ბიზნესის წარმატებულად წარმართვისათვის საჭიროა ინგლისური ენის სიღრმისეული ცოდნა–(ბიზნეს ენა) 2–დღე.ლიდერი ატარებს გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის თუ რომელი წარმატებული კომპანიებია მათთვის ცნობილი.მათ მიერ დასახელებული კომპანიებიდან აირჩევენ ერთ–ერთს, სადაც მოაწყობენ ექსკურსიას,დაათვალიერებენ და დაუსვამენ კითხვებს კომპანიის თანამშრომლებსა და უფროსს. 3–დღე.შემაჯამებელი ნაწილი.მოსწავლეებმა უნდა თარგმნონ ინგლისურ ენაზე ის ინტერვიუები რომელიც უკვე მოამზადეს წინა დღეებში. გააკეთონ კითხვა პასუხი დიალოგების სახით.ჩამოაყალიბონ და გადმოსცენ შთაბეჭდილებები.მათ უნდა დაწერონ თავიანთი მოსაზრებები წინასწარ და გაუზიარონ თანაკლასელებს.ჩამოაყალიბონ მოსმენილი რჩევები და გამოცდილებები ინგლისურ ენაზე,რაც მათ მოისმინეს კომპეტენტური ადამიანებისაგან.იფიქრონ იმაზე თუ რა სიტუაციაში შეიძლება გამოიყენონ ისინი.ჩამოაყალიბონ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აღმოაჩინეს ბიზნესის შფეროში.გააკეთონ დიაგრამის სახით. წინასწარ უნდა მოამზადონ განცხადების აფიშები სხვადესხვა სახის პროდუქციის რეკლამირებისათვის,გამოიყენონ პროდუქციის სურათები,რათა უკეთ დააინტერესონ მომხმარებელი,ზედ დაურთონ საჭირო კომენტარები,გამოიყენონ ნასწავლი ფრაზები და ტერმინოლოგიები,გააკეთონ თავიანთი აფიშების ანალიზი ანუ განმარტონ რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა მის მიერ რეკლამირებული პროდუქტი. ბოლოს გააკეთონ დასკვნები და კომენტარები ერთმანეთის ნამუშევრების შესახებ;თუ რომელს ეყოლება უფრო მეტი მომხმარებელი,ისაუბრონ რეკლამის მნიშვნელობაზე. |
პროექტის ხელმძღვანელი | თეა ტალახაძე |
четверг, 12 апреля 2012 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)