გაკვეთილის მთავარი თემა | Christmas-(შობა) |
სწავლების საფეხური | VI კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 10 მოსწავლე |
მნიშვნელობა და აქტუალობა | ამ გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი,დახვეწოს მეტყველება,გაეცნოს უცხო ქვეყნის ტრადიციებს და პატივი სცეს მათ. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მომზადებული ისტორიული მასალა ინგლისურ ენაზე შობის შესახებ,აგრეთვე ნასწავლი აქვთ ის ფრაზები და გამოთქმები რომლებიც საჭიროა ტექსტების მოსამზადებლად და საჭირო გრამატიკული დრო.(past simple,past continuous tenses). |
სწავლების მიზნები და შედეგები | გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს გამოიყენოს საბაზისო ენობეივ–გრანატიკული უნარ–ჩვევები.გაეცნოს სამიზნე ქვეყნის კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს,შეძლის სხვადასხვა ტიპის პროექტების მოწყობა,შექმნას რაიმე ბუკლეტი,გამოიმუშაოს სტრატეგია მასალის ათვიებისა და მისი გამოყენებისათვის.მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტის ან დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.მოამზადოს სლაიდი ან დაამზადოს რესურსი.ამ გაკვეთილის მიხედვით მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დღესასწაულის რელიგიური და ისტირიული მნიშვნელობა,აღწერს მისთვის დამახასიათებელ თავისებურებას,ტრადიციებს,სიმბოლოებს,ჩამოთვლის დღესასწაულისთვის საჭირო დეკორაციას,იშველიებს სლაიდებს თვალსაჩინოებისათვის. უზიარებენ ერთმანეთს მათთვის ნაცნობ ფაქტებს ამ თემის ირგვლივ და აწყობენ მონათხრობს ქრონოლოგიურად.მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის მიღების და გაზიარების უნარი,უგროვდებათ ლექსიკური მარაგი,უვითარდებათ ნასწავლი ლექსიკური თუ გრამატიკული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. |
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | წინასწარ მომზადებული შობის ამსახველი სურათები მოსწავლეების მიერ.კლასის დეკორაციისთვის საჭირო მასალები:ნაძვის ხე,ფიფქები,წვიმები,საჩუქრების დასამზადებლად საჭირო მასალები;ფერადი ფურცლები,წებო,მაგრატელი.შობის ამსახველი სლაიდი,კომპიუტერი,პროექტორი. |
შეფასება. | განმსაზღვრელი.მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის მოსმენა გაგება,იყოს ჩართული აქტივობებში,კარგად გაიგოს მასწავლებლის მიერ მიცემული დაველებების ინსტრუქცია. |
გაკვეთილის მსვლელობა | მოსწავლეები ყვებიან ნასწავლი მასალის მიხედვით ისტორიას შობის შესახებ.სათითაოდ,ქრონოლოგიურად აღწერენ და პარალელურად უჩვენებენ სლაიდშოუს,წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას ,რომელიც ასახავს იმ ისტორიებს რასაც მოსწავლეები ყვებიან.ასევე ბავშვებს აქვთ წინასწარ მომზადებული ლიტერატურული ნაწარმოებები კერძოდ ლექსები შობის შესახებ.ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს ვიდეო მასალას "History of Christmas"ბავშვები ყურადღებით უყურებენ და ისმენენ,ცდილობენ გაიგონ ტექსტის შინაარსი ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით(5წთ.) ამის შემდეგ მოსწავლეები ყვებიან შობის ტრადიციებზე,რა თავისებურებით გამოირჩევა ეს დღესასწაული და რა ტრადიციებია ცნობილი შობასთან დაკავშირებით.(საშობაო ხე, საჩუქრები,სასაჩუქრე წინდები,სანტა კლაუსი და ა.შ.)მოსწავლეები ყვებიან იმ ლექსებს რაც აქვთ შობასთან დაკავშირებით ნასწავლი.მასწავლებელი უჩვენებს მათ ვიდეო მასალას"Origins of Santa Claus(15წთ.) ამის შემდეგ მოსწავლეები წარმოგვიდგენენ მინი სპექტაკლს ელფებისა და ქალბატონი კლაუსის შესახებ.როგორ დარჩნენ ქალბატონი კლაუსი და ელფები მარტო მას შემეგ რაც სანტა კლაუსი გაემგზავრა საჩუქრების დასარიგებლად.ელფებს სურთ მოამზადონ საჩუქარი ქალბატონი კლაუსისათვის.მოსწავლეები ასრულებენ ელფების როლს,ამზადებენ გაკვეთილზე საჩუქრებს, აძლევენ მას ქალბატონ კლაუსს,ულოცავენ ახალ წელს და მღერიან jingle Bells. (10წთ.)მასწავლებელი აჯამებს შედეგებს,საუბრობს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე შეფასების რუბრიკა–შობა (5წთ.) |
четверг, 19 апреля 2012 г.
გაკვეთილის გეგმა – Christmas (შობა)
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий