გაკვეთილის მთავარი თემა. | Easter (აღდგომა) - ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, ასევე სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით. |
სწავლების საფეხური. | დაწყებითი, V კლასი. |
მოსწავლეთა რაოდენობა. | კლასში 10 მოსწავლეა. |
მნოშვნელობა და აქტუალობა. | გაკვეტილი დაეხმარებ ამოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში,შეისწავლიან უცხო ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. |
წინარე ცოდნა. | ნასწავლი აქვთ გრამატიკული დროები:(prezent simple,prezent continuous,past simple,past continuous) |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები. | მოსწავლეები ეუფლებიან ტექსტის მოსმენა-გაგებას, გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევას, წერის უნარს, გაცნობითი და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით ტექსტის დამუშავებას, გაიუმჯობესებენ ენის ინტონაციას დამეტყველების უნარს წინარე ცოდნის გამოყენებითა და ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისების საშუალებით, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.ასევე სახვითი ხელოვნების შესწავლისას მათ განუვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემათა გადაჭრის უნარი. გამოიმუშავებენ თვით შეფასების და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარებსაც. უნდა მოვახდინოთ მოსწავლის მოტივაცია. მოსწავლემ უნდა შეიძინოს: 1.სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) 2.სასიცოცხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, თავისუფალიარჩევანისგაკეთება...) 3.უცხო კულტურის გაგების უნარი 4.უცხო ენის სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლისსწავლა) მოსწავლეს ჩამოუყალიბდება სხვადასხვა სახის დამოკიდებულება: 1.უცხო ენის სწავლის სურვილი 2.ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ 3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი 4.ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემა და დაფასება 5.შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარება 6.გაუჩნდებათ ახალი აღმოჩენების კეთების სურვილი 7. განუვითარდებათ ფანტაზია. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | დამჭირდება შემდეგი რესურსები: 1. წინასწარ მომზადებული ფურცლები მინი ტექსტებით, 2. წინასწარ მომზადებული დახატული სააღდგომო კვერცხები; 3. ფლომასტერები, ფანქრები, საღებავები, ფუნჯი, ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, 4. თემატურად ამორჩეული ნივთები კლასის დეკორაციისთვის , თაბახის ფურცლები, მცირე ზომის ქაღალდის ფერადი კვერცხები, კომპიუტერი,პროექტორი. |
შეფასება | განმსაზღვრელი.მოსწავლემ უნდა შეძლოს სწორი მეტყველება,სწორად გადმოსცეს მონათხრობი,მიაქციოს ყურადღება წერის ხერხებს,გაიგოს მასწავლებლის მითითებები,იყოს პრეზენტაბელური. |
გაკვეთილის მსვლელობა. | დრო 45 წთ დაგვჭირდება შემდეგი ცოდნა აღდგომის შესახებ: გრამატიკული ერთეულების გააქტიურება, მაგ, Present Simple, Present Continuous, კონსტრუქცია there is/are, Past Simple (to be),სიტყვათ შეთანხმება; მუშაობი სტიპი ჯგუფური (2 ჯგუფად) ყოველ ჯგუფს ჰყავს თავის ლიდერი,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას (1წთ) I აქტივობა (2 წთ) - ხელოვნების მასწავლებელი უამბობს წითელი კვერცხების ლეგენდას და საუბრობს მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. IIაქტივობა (5წთ)ინგლისურის მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ვიდეო მასალას კვერცხის შეღებვის ტრადიციაზე ინგლისსა და ამერიკაში. IIIაქტივობა (5წთ) - მოსწავლეებს ურიგდებათ პოსტერები,მათ ევალებათ ქრონოლოგიურად დაალაგონ ქრისტეს განვლილი გზის მიხედვით და დაასათაურონ თითოეული. IV აქტივობა (5 წთ) - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით უყურონ და მოუსმინონ ეკრანზე გაშვებულ პრეზენტაციას – დავალება: ამოიცანით პერსონაჟები, ისტორიული მოვლენის ადგილი,ამოწერონ უცხო სიტყვები და თარგმნონ ტექსტი. V აქტივობა (15 წთ): ჯგუფებს ხელოვნების მასწავლებელი ავალებს დაამზადონ: ღია ბარათი,ნახატი,აპლიკაცია,ჯგუფებს ასევე დაევალათ ბარათებში მისალოცი ტექსტის ჩაწერა უცხო ენაზე სათანადო წესებით.გამოიყენონ გრამატიკული მასალა:present,past simple tenses.გამოძერწონ პლასტილინით კვერცხები.დაამზადონ პალმის ტოტების ფერადი ქაღალდებით და მორთონ საკლასო ოთახი. VIაქტივობა - (10 წთ) - წარადგინონ ნამუშევრები გჯუფის წინაშე სათანადო ტერმინოლოგიების გამოყენებით.მასწავლებელი აკეთებს შეფასებას . |
четверг, 19 апреля 2012 г.
გაკვეთილის გეგმა – Easter (აღდგომა)
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий