четверг, 19 апреля 2012 г.

სასწავლო პროექტი – Animals and Birds (ცხოველები და ფრინველები)


პროექტის სახელწოდებაAnimals and Birds (ცხოველები და ფრინველები)
პროექტის აქტუალობაპროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლე შეისწავლის ცხოველთა და ფრინველთა სახელებს ინგლისურ ენაზე,შეძლებენ მათ დახასიათებას,მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბონ თუ რა განმასხვავებელი აღწერილობით გამოირჩევა ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი,შეისწავლონ ცხოველთა და ფრინველთა ჯგუფები:შინაური და გარეული.
წინარე ცოდნამოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ცხოველთა და ფრინველთა სახელები ინგლისურ ენაზე,იციან ის ტერმინები,რითაც შეძლებენ აღწერონ ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი.გრამატიკული მასალა:verb,noun,adjective,adverb,there is,there are.
პროექტის მიზნებიპროექტის მიზანია,მოსწავლემ სწორად გამოიყენოს ნასწავლი სიტყვები ტესტის შედგენის დროს.დაალაგოს წინადადებები,შეინარჩუნოს წინადადების წყობა და შინაარსი.ისაუბროს მისთვის ნაცნობ თემაზე.გამოთქვას სწორად სიტყვები.მიაქციოს ყურადღება ინტონაციას,მახვილს.შეძლოს მოსწავლემ მარტივი ფრაზების გამოყენება ამხანაგებთან საუბრისას სამუშაო გარემოს დროს მაგალითად როგორიცაა:pass me please,would you like...,can you borrow your pen, და ა.შ. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
მონაწილეთა ასაკი10–11 წლის. V კლასი
ვადები3 დღე
მოსალოდნელი შედეგებიმოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების ნათლად გაგება.ამოიცნობს აღწერილ ცხოველს ან ფრინველს.ხატავს მისთვის საჭირო ცხოველსა თუ ფრინველს და აღწერს მას მის მიერ ნასწავლი ლექსიკური მარაგის შესაბამისად.ყვება ლექსს, მღერის, ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგს და აკეთებს მცირე ინსცენირებას. 
პროექტისათვის საჭირო რესურსებიკომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,დაფა რაზეც მოსწავლეებმა უნდა დაამაგრონ თავიანთი ნამუშევრები,სამაგრები,ფორმები ინსცენირებისათვის(მელიის,ქათმის,მამლის და ა.შ.)
პროექტის მსვლელობა1–დღე.მასწავლებალი უჩვენებს ვიდეო მასალას ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ამის შემდეგ თავად ჩამოთვლიან ცხოველებისა და ფრინველების სახელებს ინგლისურ ენაზე,წერენ ფურცლებზე სათითაოდ,კენჭისყრის შედეგად ვისაც რა ცხოველი თუ ფრინველი შეხვდება უნდა მოამზადონ ინფორმაცია,მოიძიონ ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურ ენაზე და თარგმნონ ქართულად ინტერნეტ ლექსიკონის დახმარებით,ამოწერონ უცხო სიტყვები,მოძებნონ სურათები და მოძიებული მასალის გამოყენებით გააკეთონ პრეზენტაცია.
2–დღე. ინგლისურისა და ზოოლოგიის მასწავლებლებთან ერთად ჯგუფი მიდის ექსკურსიაზე ზოოპარკში. მოსწავლეები აკვირდებიან ცხოველებს.ზოოლოგიის მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ცხოველთა და ფრინველთა თავისებურებებს და მათ ტიპებს.მოსწავლეები ასახელებენ ნასწავლი ცხოველების ინგლისურ შესატყვისებს,რაც არ იციან ინიშნავენ ან ეკითხებიან მასწავლებელს.
3–დღე. მოსწავლეებს ევალებათ წინა დღეს ნანახი შთაბეჭდილებების გადმოცემა წერილობით.ჩამოთვალონ ის ცხოველები და ფრინველები რაც ნახეს.დაახასიათონ ისინი ნასწავლი ლექსიკური მარაგის შესაბამისად.დახატონ ერთ ერთი მათთვის საყვარელი ცხოველი და ფრინველი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით.მიუწერონ ნახატს მისი აღწერა,მიუთითონ თუ რა თვისებების გამო უყვართ მათ მიერ დახატული ცხოველი და ფრინველი.გარეულია ის თუ შინაური.გააკეთონ მათი ნამუშევრების წარდგენა თანაკლასელების წინაშე.დახასიათებულის გარდა კიდევ რომელი ცხოველები და ფრინველებია მათთვის ცნიბილი,გააკეთონ მათი ჩამონათვალი და დააჯგუფონ გარეულ და შინაურ ცხოველებად და ფრინველებად.გაიხსენონ რა ლექსი თუ სიმღერა იციან ცხოველებსა და ფრინველებზე ინგლისურ ენაზე,იმღერებენ მაგ:old mac donald had a farm .გააკეთებენ წინასწარ მომზადებულ ინსცენირებას ინგლისურ ენაზე (იაკობ გოგებაშვილის ზღაპრის მიხედვით "საქათმეში შეპარულა მელა")
პროექტის ხელმძღვანელითეა ტალახაძე
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირიპროექტის სრულყოფოლად წარმართვისათვის საჭიროა ხელოვნების,მუსიკის, და ზოოლოგიის მასწავლებლებთან თანამშრომლობით ჩატარდეს პროექტი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტაteatalakhadze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий