четверг, 19 апреля 2012 г.

სასწავლო პროექტი - Business (ბიზნესი)


პროექტის სახელწოდებაბიზნესი–Business
პრობლემამოსწავლეებს აქვთ ამ მიმართულებით სწავლის ნაკლები მოთხოვნილება.მათთვის ეს თემა არის უინტერესო.
მნიშვნელობა,აქტუალობაეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ დღესდღეობით ძალზე აქტუალურია ბიზნესის თემა ისევა როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში,ასევე ჩვენს ქვეყანაში.საჭიროა და მიზანშეწონილი მოსწავლემ ამ მიმართულებით შეიძინოს საჭირო ცოდნა სკოლაში და გამოიყენოს ეს ცოდნა წარმატებით ცხოვრებაში.
მიზანიმოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულების საჭიროებისადმი,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ინგლისურ ენაზე ყველას ქონდეს ელემენტარული ცოდნა.შეძლონ წარმართონ დიალოგი მაგალითად სავაჭრო ცენტრში ინგლისურ ენაზე.ისწავლოს ბიზნეს ენა.
მოსწავლეთა ასაკი14–15 წლის.IX კლასი
ვადა3 დღე
მოსალოდნელი შედეგებიამ პროექტით მოსწავლემ უნდა შეძლოს ყურადღების გამახვილება მხოლოდ კონკრეტულ ინფორმაციაზე.შეძლოს ინფორმაციის თარგმნა ინგლისურ ენაზე,გამოიყენოს საჭირო გრამატიკული ფორმები,სიტყვათ შეთანხმებები,შეძლოს თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას,მაგალითად:დიალოგის გამართვა მაღაზიაში ინგლისურ ენაზე.შეძლოს კითხვების დასმა და პასუხის გაცემა ნაცნობ თემატიკაზე.კომუნიკაციის დროს იყენებდეს ნასწავლ ფრაზებს,სიტყვებს,ყურადღებას აქცევდეს ინტონაციას.მოსწავლემ შეძლოს საჭირო რესურსის დამზადება,მაგალითად:სარეკლამო აბრის ან ბუკლეტის.შეძლოს მისი წარდგენა აუდიტორიის წინაშე და შეფასება.ამ პროექტის შედეგად მოსწავლეს დაუგროვდება საკმაოდ დიდი გამიცდილება და ინფორმაცია ბიზნეს სამყაროზე.ისწავლის უამრავ ბიზნეს ტერმინოლოგიას და მის გამოყენებას საუბარში.
წინარე ცოდნამოსწავლემ უნდა იცოდეს ბიზნესის შესახებ სასაუბროდ საჭირო ფრაზები,ტერმინები,მაგალითად:rent,market research,sell,attract,right price,salary,earn,accountant,advertice,loss,promotion,need some capitral...
გრამატიკული დროები:simple tenses,continuous tenses,perfect tenses.
პროექტისათვის საირო რესურსებიდასჭირდებათ საკომუნიკაციო საშუალებები,რათა შეხვედრაზე დაითანხმონ მათ მიერ არჩეული ბიზნესმენი.მოსწავლეებს დასჭირდებათ რვეული და კალამი,რათა ჩაინიშნონ შეკითხვები და შეხვედრის დროს გამოთქმული საჭირო ინფორმაციები.ბიზნეს ლექსიკონი,სარეკლამო აფიშებისათვის პროდუქციის ამსახველი ფოტოები და ფორმატები,წებო,მაგრატელი,სამაგრები აფიშისათვის,დაფა რაზეც დაამაგრებენ სარეკლამო აფიშებს.
პროექტის მსვლელობა,აქტივობები1–დღე.მასწავლებელი ირჩევს ჯგუფის ლიდერს,რომელსაც დაევალება უხელმძღვანელოს ჯგუფს,რათა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჯგუფის თითოეული წევრის შესასრულებელ დავალებას.მასწავლებელი აძლევს მითითებას ლიდერს თუ რა შეილება გაკეთდეს;მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანი,დაასახელონ ქართველი წარმატებული ბიზნესმენები და კენჭისყრის მეთოდით შეარჩიონ ერთი ბიზნესმენი ვისთანაც გაივლიან კონსულტაციას და დაუსვამენ კითხვებს.ლიდერი ავალებს ჯგუფის თითოეულ წევრს მოამზადონ სამი შეკითხვა,გუნდის წევრები ასევე მოიფიქრებენ იმ ფორმასაც,რითაც უნდა დაიყოლიონ შერჩეული კანდიდატი შეხვედრაზე,გაუგზავნონ წერილი თუ სხვა...
შეხვედრის შედეგად მოსწავლეები შეიტყობენ თუ რა ადგილი უკავია ბიზნესს ქვეყნისა და პიროვნული კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.დარწმუნდებიან რომ ბიზნესის წარმატებულად წარმართვისათვის საჭიროა ინგლისური ენის სიღრმისეული ცოდნა–(ბიზნეს ენა)
2–დღე.ლიდერი ატარებს გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის თუ რომელი წარმატებული კომპანიებია მათთვის ცნობილი.მათ მიერ დასახელებული კომპანიებიდან აირჩევენ ერთ–ერთს, სადაც მოაწყობენ ექსკურსიას,დაათვალიერებენ და დაუსვამენ კითხვებს კომპანიის თანამშრომლებსა და უფროსს.
3–დღე.შემაჯამებელი ნაწილი.მოსწავლეებმა უნდა თარგმნონ ინგლისურ ენაზე ის ინტერვიუები რომელიც უკვე მოამზადეს წინა დღეებში. გააკეთონ კითხვა პასუხი დიალოგების სახით.ჩამოაყალიბონ და გადმოსცენ შთაბეჭდილებები.მათ უნდა დაწერონ თავიანთი მოსაზრებები წინასწარ და გაუზიარონ თანაკლასელებს.ჩამოაყალიბონ მოსმენილი რჩევები და გამოცდილებები ინგლისურ ენაზე,რაც მათ მოისმინეს კომპეტენტური ადამიანებისაგან.იფიქრონ იმაზე თუ რა სიტუაციაში შეიძლება გამოიყენონ ისინი.ჩამოაყალიბონ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აღმოაჩინეს ბიზნესის შფეროში.გააკეთონ დიაგრამის სახით.
წინასწარ უნდა მოამზადონ განცხადების აფიშები სხვადესხვა სახის პროდუქციის რეკლამირებისათვის,გამოიყენონ პროდუქციის სურათები,რათა უკეთ დააინტერესონ მომხმარებელი,ზედ დაურთონ საჭირო კომენტარები,გამოიყენონ ნასწავლი ფრაზები და ტერმინოლოგიები,გააკეთონ თავიანთი აფიშების ანალიზი ანუ განმარტონ რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა მის მიერ რეკლამირებული პროდუქტი.
ბოლოს გააკეთონ დასკვნები და კომენტარები ერთმანეთის ნამუშევრების შესახებ;თუ რომელს ეყოლება უფრო მეტი მომხმარებელი,ისაუბრონ რეკლამის მნიშვნელობაზე.
პროექტის ხელმძღვანელითეა ტალახაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий